ცარიელი
2025-07-21
 
ახალი შეტყობინებებიმონაწილეებიფორუმის წესებიძებნაშესვლა
[]
  • გვერდი 1 დან
  • 1
იტალია
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 1:57 PM | წერილი # 1 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
Repubblica Italiana
იტალიის რესპუბლიკა


დროშა:

გერბი:

ჰიმნი: იტალიელთა სიმღერა (La Canzone degli Italiani)

დედაქალაქი - რომი

ოფიც. ენა - იტალიური
მთავრობა - საპარლამენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი - ჯორჯო ნაპოლიტანო
პრ.-მინისტრი - სილვიო ბერლუსკონი

ფართობი:
- საერთო - 301,230 კმ²

ვალუტა - ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ITA
ccTLD .it
სატელეფონო კოდი +39

სურათი: 7946133.png (0.3 Kb) · 8233569.png (18.4 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება
 
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 2:01 PM | წერილი # 2 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
ისტორია : 1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
სურათი: 7544001.gif (19.9 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება
 
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 2:09 PM | წერილი # 3 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
მემკვიდრეობა:

რომი - პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.),



კოლიზეუმი (I ს.),



კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი.



წმ. პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;

მილანი - ოპერა «ლა სკალა»,



სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), მონასტერი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა“;



ფლორენცია - ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);

ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;





რომაული ეპოსი - ენეიდა (ძვ.წ. I).

სურათი: 7095372.jpg (27.9 Kb) · 9263512.jpg (31.7 Kb) · 9773771.jpg (50.5 Kb) · 5177851.jpg (13.6 Kb) · 7931574.jpg (30.4 Kb) · 8537203.jpg (34.7 Kb) · 0318036.jpg (66.7 Kb) · 5459470.jpg (58.9 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება
 
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 2:15 PM | წერილი # 4 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
Carnival of VENICE
ვენეციის კარნავალი


ვენეციის კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი და ძვირადღირებულია..
კარნავალი პირველად 1268 წელს ჩატარდა .. ერთი დღით ღარიბები მდიდრულად იცვამდნენ და მხიარულობდნენ. მერე ორი დღით გაგრძელდა ეს დღესასწაული და ასე თანდათანობით დღევანდელი ხასიათი მიიღო ... ახლა ეს კარნავალი 12 დღე გრძელდება, არის კონკურსები, ბალ-მასკარადები და უამრავი გასართობი...

ყოველწლიურად კარნავალზე დასასწრებად მილიონამდე ტურისტი ჩადის, რათა ყველაფერი საკუთარი თვალით იხილოს და წინა საუკუნეების მაგიური დეკორაციებით ისიამოვნოს, შეუერთდეს მხიარულების პროცესს და კოსტიუმირებულ წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

თორმეტი დღის განმავლობაში ძველი ქალაქის ქუჩები, არხები და ხიდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული კარნავალის დეკორაციებით ირთვება. ვენეციური კარნავალი მთელ ქალაქს იპყრობს: ვიწრო ქუჩები და ქალაქის ფართო მოედნები ნაირფერ სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილი ბრბოთი ივსება. იმართება თეატრალური წარმოდგენები და სპექტაკლები, უშვებენ ფეიერვერკებს და ხმაურიანი ეროვნული გართობაც იწყება.

ვენეციის ქუჩებში გამოდიან ცნობილი იტალიური Commedia dell'Arte-ის პერსონაჟები: არლეკინო, პიერო და მრავალი სხვა. ქუჩები ილუზიონისტებით, მასხარებით, პანტომიმებითა და აკრობატებით ივსება. წარმოდგენის დადგმის საშუალება ყველა იმ ადამიანს ეძლევა, ვისაც ნიჭის წარმოჩენის სურვილი აქვს. მოვაჭრეები დახლებზე ნიღბების, კარნავალის კოსტიუმების, მაკინტოშებისა და ქუდების გორაკებს აწყობენ, რათა ყველა მსურველმა შესძლოს ფერადი დღესასწაულის სრულუფლებიანი მონაწილე გახდეს, თუმცა ბევრს თავისი საკუთარი უნიკალური შედევრების შექმნა ურჩევნია.

კარნავალის წარმართვის კულტურა ამ საუკუნეშიც ისევ ისეთი დარჩა, როგორიც წარსულში იყო.

წელს კარნავალის სახელწოდება - Sensation ადამიანური აღქმის ხუთ შეგრძნებას მიეძღვნა: მხედველობას, ყნოსვას, შეხებას, სმენასა და გემოს, რომლებიც ქალაქის ექვსი რაიონიდან ხუთს განასახიერებენ. "მეექვსე გრძნობას" წმინდა მარკის მოედანი განასახიერებს.

სურათი: 4387409.jpg (37.5 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება
 
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 2:22 PM | წერილი # 5 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
Carnival
კარნავალი











ამბობენ ვენეციის ნიღბების კარნავალზე შენი მეორე ნახევარი თუ იპოვე ბედნიერი იქნებიო...
heart heart heart flower love

სურათი: 8703535.jpg (96.2 Kb) · 7472567.jpg (91.8 Kb) · 4800307.jpg (53.0 Kb) · 2173004.jpg (164.3 Kb) · 2384534.jpg (192.6 Kb) · 3893707.jpg (101.0 Kb) · 1896317.jpg (59.0 Kb) · 2747228.jpg (62.0 Kb) · 8324482.jpg (295.6 Kb) · 4281687.jpg (141.3 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება

მესიჯი დაამატა NANA - კვირა, 2009-06-14, 2:29 PM
 
გაგზავნილია: კვირა, 2009-06-14, 2:35 PM | წერილი # 6 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:


სურათი: 3366331.jpg (49.1 Kb) · 3120378.jpg (370.4 Kb)


ყველაფერი კარგად იქნება
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
რეკლამა

ყველა წესი დაცულია!