ცარიელი
2025-07-22
 
ახალი შეტყობინებებიმონაწილეებიფორუმის წესებიძებნაშესვლა
[]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ქართულ ჯარს და ჯარისკაცებს გაუმარჯოს !!!
გაგზავნილია: ოთხშაბათი, 2009-07-29, 5:39 PM | წერილი # 1 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: მეგობარი
წერილები: 19
ჯილდო : 1 +
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე........

"ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ამოიოხრა, ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა - ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო... სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში", - ეს რუსი სამხედრო მოსამსახურის, საშა დროზდოვის მონათხრობის ნაწყვეტია.

საშამ ამბის თხრობა ასე დაიწყო: "რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელში ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ქაჯები თუ ადამიანები? - ყვიროდა მეთაური, - უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი
ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსნებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა, ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩნენ, თავად მოისწრაფეს სიცოცხლე".

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელისა კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი - ეს იმ ბიჭების სახელებია, რომლებმაც სამშობლოსთვის დაუფიქრებლად გასწირეს თავი.

ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის - მიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:

"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები,
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულის გულივით გავინაწილეთ"...
ეს თორმეტი ბიჭი კი ცხინვალისაკენ მიბრუნებულა. შინდისის გზაზე ადგილობრივ გლეხებს შეხვედრიან, რომლებსაც გაუფრხიალებიათ, მაგ მხარეს ნუ მიდიხართ, რუსები არიანო. რუსები რას დაგვაკლებენო! - ასე უთქვამთ...
შინდისელებს მათთვის ძეგლი აუგიათ. სოფელში დარჩენილ მოხუცებს თავიანთი თვალით უყურებიათ ჩვენი შვილების თავგანწირული ბრძოლისათვის. ვიდრე ტყვიები არ გაუთავდათ, თურმე რუსებს შავ დღეს აყრიდნენ. მერე ყვირილი დაუწყიათ, - იარაღი მოგვაწოდეთო! ვინ მიაწვდიდა?.. ვინც დაიხოცა - დაიხოცა, ვინც არა და თავი აიფეთქა.

ალექსანდრე ონიანს თავისი დაჭრილი ნათლული გულში ჩაუხუტებია და ისე გაუხსნია :ლიმონკა". გლეხები მიყვებოდნენ, ყვიროდა - "ტყვედ არ ჩაგბარდებით, არც ჩემს ნათლულს დაგანებებთო".

შინდისელებმა თქვეს, რომ რუსული ბატალიონის მეთაური ბიჭების ცხედრებთან მისულა, ქუდი მოუხდია და რამდენიმე ხანს ასე მდგარა. ვერ იჯერებდნენ, რომ მთელ ბატალიონს მხოლოდ თორმეტი კაცი ებრძოდა.

მიშიკო სახლში რომ მიიყვანეს, ყველაფერი თან ჰქონდა, იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც. გულზე ცარიელი "რაჟოკი" ეკიდა. ყველა ტყვია მტერს დაადუღა, იმათ კი მკვდარსაც ვერ აჰყარეს იარაღი...............

ქართულ ჯარს გაუმარჯოს........


ყველაფერი კარგად იქნება

მესიჯი დაამატა NANA - ოთხშაბათი, 2009-07-29, 5:40 PM
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
რეკლამა

ყველა წესი დაცულია!