ცარიელი
2025-07-30
 
ახალი შეტყობინებებიმონაწილეებიფორუმის წესებიძებნაშესვლა
[]
  • გვერდი 1 დან
  • 1
გურულების ლექსიკონი
გაგზავნილია: ხუთშაბათი, 2009-10-15, 0:18 AM | წერილი # 1 [ ციტირება ]

 
ჯგუფი: ადმინი
წერილები: 320
ჯილდო : 7 +
რეპუტაცია: 5
სტატუსი:

ჩაბჟინებული _ სიცივისაგან ჩალურჯებული, იგივე გალიგვებული;
ჩამნურაი _ დაბალი, მსხვილფეხება, უკანალგასუქებული ადამიანი;
ჩაჩუტი _ უპრინციპო, ენატანია, საკუთარი მეობის უქონელი მამაკაცი;
ჩხიბარკალაი _ იგივე ბობორჩხიკაი;


ცალტვინაი _ გონებასუსტი, ჩლუნგი;
ცანცარუკაი _ პატარა, ცქრიალა გოგონა;
ცეტი _ ფათერაკიანი, აანცებული, ავი ბედის გადამკიდე;
ცინცხალი _ სრულიად ახალი, მაღალხარისხოვანი;
ცუტურაი _ უგულო თხილი ან ნიგოზი, უგულისყურო ადამიანი;


ძონძროხო _ დაბალი, ზედმეტად გასუქებული, ტლანქი;
ძორძღო _ იგივე ძონძროხო;


წამახული _ წვერწათლილი ან ხოტორა;
წამკრავი _ ქურდობის მიდრეკილების მქონე;
წვინატაი _ გრძელცხვირა, სხვისი საქმით დაინტერესებული, არამკითხე მოამბე;
წიონკალაი _ მაღალი, ხმელ-ხმელი ადამიანი;
წორწკლიანაი _ იგივე დორბლიანაი;
წრიპაი _ წელწვრილი, სუსტი ქალი;
წრიპინაი _ წვრილი ხმის მქონე ქალი;
წუნწრუქაი _ მეწუნია, მიზეზიანი ქალი;


ჭეფხორიე _ უნაყოფო, მწირი, მცირემოსავლიანი ნიადაგი, ან უშვილო დედაკაცი;
ჭიმახაი _ ხიმატურა, ტექნიკის მოყვარული;
ჭიჭყინაი _ აყალ-მაყალის, დავის მოყვარული;
ჭყანიანი _ შნოიანი, შეძლების მქონე;


ხელფეხმუნგრეველი _ მოუხერხებელი, ჩოფანო;
ხელცხებაი _ ბოდიალა, ხელგაუჩერებელი, მოუსვენარი;
ხიაპაი _ იგივე გრიპი, სურდო, სუსტი, ავადმყოფი;
ხრონგი _ მეტისმეტად ძალმსხვილი, დიდი და ტლანქი ადამიანი;


ჯაური _ ველური, მიუკარება, მარტოობას შეჩვეული;
ჯგიმიე _ ყოყოჩი, ტრაბახა, ყბედი;
ჯილეხაი _ ჯიუტი;
ჯოჯო _ სატანა, ეშმაკი, ყორანივით მჩხავანა;
ჯღამაი _ თეთრი, ჭრელთვალება


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
რეკლამა

ყველა წესი დაცულია!