Пусто
2024-05-20
 
მენიუ
რეკლამა
ანანური
  კატეგორია: სხვა...  |  დაამატა:მომხმარებელი  
 

ანანური, ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო.1743წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში მაზრის ცენტრი იყო.

ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება).

XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი აქრიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ამ არქივში თქვენ ნახავთ ამ ულამაზესი ადგილის ულამაზეს სურათებს

გადმოწერე JeJe.GE დან:DoWnLoAd/გადმოწერა
დამატებითი სურათები:




 
  ნანახია: 1113  |  დამატებულია: 2009-06-27,10:00 PM  
კომენტარები
 
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]
 
რეკლამა

კაბინეტი

ვინ არის სატზე
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტატისტიკა
მინი ჩათი
ყველა წესი დაცულია!