Пусто
2024-05-10
 
მენიუ
რეკლამა
როგორ წავშალოთ ზედმეტი User-ების ჩამონათვალი Skype-ში!
  კატეგორია: სასწავლო  |  დაამატა:მომხმარებელი  
 
        
ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), შესაბამისად Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში თუ ჩამოშლით აუარებელი ჩამონათვალი ჩდება იმ User-ებისა რომლებიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპიში.
არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი, დაწყებული Irakli1-დან დამთავრებული Natuka99-ით 
როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან? მას ხომ ვერ ჩაავლებთ და Delete-ს ვერ მისცემთ. მაგრამ საქმე არც ასეა, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მისცემთ! 
უბრალოდ საჭიროა სხვა გზიდან მოვუაროთ რომელიც არც თუ ისე შორია.
მოკლედ დავიწყოთ:
გათიშეთ სკაიპი (ვიცი რომ ძალიან გიჭირთ თქვენს მეგობრებთან განშორება მაგრამ 5 წუთით მაინც მოასვენეთ ეგ პროგრამა), შემდეგ გახსენით Run ველი (თუ კიდე ვერ ისწავლეთ წინა პოსტის სურათზეა მოცემული ინსტრუქცია  , თუ მაინც ვერ გაიგეთ მაშინ გახსენით My Computer-ი ან Internet Explorer-ი და იმის მისამართის ზოლში შეიყვანეთ მოცემული ბრძანება) და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%\Skype\ დააჭირეთ დიდებულ ‎Enter-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი საზიზღარი Skype Name-ბია ჩაყრილი. მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია (ან უბრალოდ არ “დაგევასებათ”) მხოლოდ მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.
შემდეგ ისევ ჩართეთ სანატრელი Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთაა ყოველგარი  ზედმეტი ნიკებისაგან.
თუ ასე არ მოხდა ე.ი. Restart-ია საჭირო, ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.
სულ ესაა რაცაა..
P.S. Irakli1 და Natuka99 უბრალოდ პირობითადაა მოფიქრებული და თუ სინამდვილეში რომელიმე თქვენგანის ნიკი აღმოჩნდა ნუ მიწყენთ, ცუდი არაფერი მითქვამს

დამატებითი სურათები:




 
  ნანახია: 1097  |  დამატებულია: 2009-06-15,1:15 PM  
კომენტარები
 
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]
 
რეკლამა

კაბინეტი

ვინ არის სატზე
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტატისტიკა
მინი ჩათი
ყველა წესი დაცულია!